• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დისტრიბუტორი
დამსაქმებელი: კანტი
ბოლო ვადა: 2019/04/07
ნანახია: 798 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის თანამდებობაზე. ვენდინგის (ელექტრონული სავაჭრო აპარატების მომარაგებაში).

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: 08:00 - 17:00.
ანაზღაურება საწყის ეტაპზე: 650 ლარი.

სავალდებულო მოთხოვნები: 

** ქონებრივი უზრუნველყოფა (10000 ლარის ფარგლებში)
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით - მინიმუმ 1 წელი სავალდებულოა;
** პრეტენდენტის ასაკი 23+ მამაკაცი.
** შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინირებული;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა;
** ნასამართლეობის ცნობა.
** ნარკოლოგიური ცნობა.

უფლება მოვალეობები: 

** ობიექტებზე ყოველდღიური ვიზიტი;
** აპარატების შევსება; 
** ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ფასებისა და საქონლის კონტროლი;
** საქონლის ვადების კონტროლი;
** აპარატების ინკასაცია:

ტრეინინგის ხანგრძლივობა (1 თვე გამოსაცდელი პერიოდი, სტაჟირება - სამუშაოდ აყვანის შემთხვევაში ანაზღაურებადი)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველად ინფორმაციის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებთან. 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@kanti.ge და ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა