• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი/მაღაზიის მენეჯერი
დამსაქმებელი: პეპელა+
ბოლო ვადა: 2019/04/07
ნანახია: 858 -ჯერ

შპს "პეპელა - 2" სამშენებლო მასალების (შპალერი და ლამინატი) მაღაზია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტების და მაღაზიის მენეჯერის პოზიციებზე. 

კონსულტანტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის პრეზენტაცია;
** კონსულტაცია პროდუქციის მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** სასურველია კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

მაღაზიის მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
** კონსულტანტებისა და მოლარეების მართვა;
** ახალი პროდუქციის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** მოტივირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: l.toria@globalcompany.ge და გთხოვთ, მეილში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა