• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
Java დეველოპერი
დამსაქმებელი: კერკეტი
ბოლო ვადა: 2019/03/20
ნანახია: 928 -ჯერ

ვაკანსია: პროგრამისტი, Javaდეველოპერი

 

კომპანია

MFSG არის ბრიტანულ-ქართული ფინტექ კომპანია, საგადახდო სერვისების პროვაიდერი. კომპანიის მისიაა საქართველოში სანდო და დივერსიფიცირებული საგადახდო და ფულადი გზავნილების სერვისების მოწოდება სხვადასხვა კლიენტებისთვის.

 

პასუხისმგებლობები:  

- კომპანიის საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის (ბექ-ენდის) განვითარება

- API-ს განვითარება და სხვადასხვა პარტნიორებთან ინტეგრაციების მხარდაჭერა

- შესაბამისი ინტერესის და გამოცდილების ჩემთხვევაში, შესაძლებელია სისტემის სხვადასხვა ინტერფეისზე (ფრონტ-ენდზე) მუშაობაც

 

გამოცდილება და ტექნოლოგიების ცოდნა:

- 2+ წლის გამოცდილება IT სფეროში

- უმაღლესი განათლება კომპიუტერულ ან საბუნებისმეტყველო სფეროში / პროფესიული ტრენინგები

- აუცილებელი ცოდნა: Java Programming, Spring, Hibernate

- სასურველი ცოდნა: მონაცემთა ბაზები (MySQL), ფრონტ-ენდ ტექნოლოგიები (Angular.js, React.js)

 

სასურველი პიროვნული თვისებები:

-  სანდო, შედეგზე ორიენტირებული, პროაქტიული, სწრაფი

-  ურთიერთობის სტილი - ნებისმიერი. შეიძლება იყოთ ინტრავერტი ან ექსტრავერტი, მოგწონდეთ ჯგუფური მუშაობა ან გერჩივნოთ დამოუკიდებლად კონკრეტული ამოცანების შესრულება. გჭირდებოდეთ ყოველდღიური უკუკავშირი ან გერჩივნოთ საშუალოვადიანი მიზნების დასახვა და დამოუკიდებლად მათი მიღწევა. ნებისმიერი სტილი მისაღებია.

 

ანაზღაურება და სხვა სარგო:

-  ხელფასი: 1500-3000 ლარი, გამოცდილების შესაბამისად

-  ჯანმრთელობის დაზღვევა

- პირად განვითარებაში მხარდაჭერა: ონლაინ კურსების დაფინანსება, წიგნები

 

აპლიკაცია

-  გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე:  hr@kerketi.ge, სათაურში მიუთითეთ “Java”

-  დედლაინი: 20 მარტი, 2019.  მივესალმებით ადრე გამოგზავნილ აპლიკაციებს

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა