• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი-ექსპედიტორი
დამსაქმებელი: ვესტ ინვესტი
ბოლო ვადა: 2019/02/28
ნანახია: 626 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე.

კომპანია "ვესტ ინვესტი" არის გაყინული ხორც-პროდუქტებისა და სხვა ნაწარმის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, რომლის პროდუქცია წარმოდგენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის პორტფელში ერთიანდება ისეთი ბრენდები, როგორიცაა  "ბიბილო", "მამალო", "West Fish", "West Meat", "Ukrainian Chicken", "Divnoe" და სხვა.

განაკვეთი: სრული.

მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 30-დან 45-მდე
** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** მართვის მოწმობა - B  კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა).

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური და არაკონფლიქტური
**  მოტივირებული
** პუნქტუალური, ორგანიზებული.

ხელფასი: 500 ლარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტო სურათთან ერთად, შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 28 თებერვალი, 2019 წ.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა