• https://charte.ge/

ავტორი

ფიზიკური პირი

tel: (+995) 595 74 00 00

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მომვლელი - ქობულეთის რაიონი
დამსაქმებელი: ფიზიკური პირი
ბოლო ვადა: 2019/03/19
ნანახია: 624 -ჯერ

აჭარაში, ქობულეთის რაიონში, სოფელ სამებაში, ვეძებ მომვლელს ოჯახისთვის, პარკინსონით დაავადებული მოხუცებული 72 წლის  ქალბატონისთვის, სრულიად საღ აზრზეა, უჭირს გადაადგილება დაავადებით გამოწვეული კანკალის შეტევების დროს და ტრავმირებული 48 წელს გადაცილებული მამაკაცისთვის, რომელსაც უჭირს აგრეთვე დამოუკიდებლად გადაადგილება, 

მოვალეობა: 

** ორივესთვის დახმარება გადაადგილებაში, მათი სეირნობა  რომ არ მოდუნდნენ, მათ პირად ჰიგიენაზე ზრუნვა (ბანაობა, ჩაცმა),   სახლში და ეზოში  სისუფთავის დაცვა, 
** სარეცხის მოწესრიგება და საჭმლის მომზადება. 
** აგრეთვე სახლში იქნება 78 წლის მამაკაცი, შაქრის დიაბეტით, რომელსაც სჭირდება მხოლოდ წამლის მიღების შეხსენება, 

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საძინებელი ოთახის  გამოყოფა, სასურველია თუ მოხერხდება სადღეღამისო განრიგი, 
სხვა შემთხვევაში: დილის 09:00-დან საღამოს 21:00-მდე, ყოველდღე, კვირის გარდა
ანაზღაურება შეთანხმებით გასაუბრებაზე.

კანდიდატს სასურველია ჰქონდეს მსგავსი სამუშაო გამოცდილება, საქართველოში ან საზღვარგარეთ და  სარეკომენდაციო წერილი.

ნასამართლეობის ცნობა  და პირადობის მოწმობის ასლი სავალდებულოა!

ფორმდება ოფიციალური დასაქმების კონტრაქტი.   

სახლში განთავსებულია ვიდეო თვალთვალის კამერები 24/7,  კანდიდატი უნდა ეთანხმებოდეს რომ მისი პირადი სივრცის გარდა, კლიენტებთან  ურთიერთობის დროს იქნება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, კლიენტთა ღირსების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. 

მსურველებს გთხოვთ დამიკავშირდეთ: 595 74 0000 სოსო

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა