• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოფის მენეჯერი
დამსაქმებელი: დანიური სახლი
ბოლო ვადა: 2019/03/19
ნანახია: 598 -ჯერ

დანიური სახლი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00-დან 19:00 მდე. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის დირექტორისთვის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** დავალებების ვადების კონტროლი და საჭიროებისამებრ კომპანიის დირექტორისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ, მათი გადამისამართება;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა;
** ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** საჭიროებისამებრ სოციალური ქსელის მართვა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-მისამართზე: hr@dgholding.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოფისის მენეჯერი.

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

"დანიური სახლი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა