ავტორი

შპს ჯიარჯი

tel: (+995) 577 68 98 87
mail: hr@grgroup.ge

ყველა ვაკანსია ( 1 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტრანსპორტის მენეჯერი
დამსაქმებელი: შპს ჯიარჯი
კატეგორია: ლოჯისტიკა/ტრანსპორტი,
ბოლო ვადა: 2019/03/31
მდებარეობა: თბილისი
განათლება კოლეჯი-პროფესიული
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
ანაზღაურება: 500 - 1000 ლარი
სქესი: მამრობითი
მართვის მოწმობა

B კატეგორია

კომპიუტერული პროგრამები
Microsoft Office Excel კარგად
ენები
ინგლისური კარგად
ნანახია: 951 -ჯერ

კომპანია „ჯიარჯი“, რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ საგზაო-სამშენებლო ბაზარზე და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა,  აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

 

კომპანიის საქმიანობის სფეროა საგზაო-სამშენებლო პროექტების განხორციელება, გზების რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია, მშენებლობა და თანმხლები პროდუქციის (ასფალტ-ბეტონის) წარმოება.

 

ჩვენთან ტრანსპორტის მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

 

 

** კომპანიის მძიმე ტექნიკის საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა მიმდინარე პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე

**ავტოპარკის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე ზედამხედველობა

**მსუბუქი ავტომანქანების პარკირების და  დატექ-დათვალიერების ვადების კონტროლი

**საწვავის გადანაწილების აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი

**კომპანიის ბალანსზე არსებული ტექნიკის დაზღვევის პოლისების კონტროლი

**კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ახალი ტექნიკის ბაზარზე მოძიება და სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება

**შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლების/ოპერატორების  მოძიება და კადრების სამსახურთან ერთად მათი შერჩევა სამომავლო თანამშრომლობისათვის

**ტექნიკის და მასთან დაკავშირებული აღრიცხვის ბაზების წარმოება და ყოველთვიური რეპორტის, უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა

 

დაინტერესებულ კადრს სასურველია ქონდეს ეფექტური კომუნიკაციის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, ასევე საგზაო-სამშენებლო სექტორში, გუნდთან ერთად მუშაობის გამოცდილება.

 

გთხოვთ თქვენს შესახებ ინფორმაცია მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@grgroup.ge

ვაკანსია მოქმედია 31 მარტის ჩათვლით. გასაუბრებისთვის შერჩეულ კადრებს 1 აპრილიდან თვის ბოლომდე პერიოდში დავუკავშირდებით.

 

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა