• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ჯოიარტ
ბოლო ვადა: 2019/03/19
ნანახია: 486 -ჯერ

დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

თუ ხართ მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული და გსურთ, მიიღოთ გამოცდილება არასტანდარტული პროდუქტის გაყიდვაში, შეუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს და აიწყოთ წარმატებული კარიერა - ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კორპორატიული კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
** ახალი კლიენტების მუდმივი ძიება;
** კორპორატიული გაყიდვების გზებისა და მეთოდების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** არასტანდარტული პროდუქტის გაყიდვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** კორპორატიული კლიენტების საკუთარი ბაზის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: შეთანხმებით (სტუდენტების ხელშეწყობით);
** გამოსაცდელი ვადა 1 თვე. 

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი: 400 ლარი;
** ბონუსი: რეალიზებული პროდუქციის (სერვისის) მოცულობის მიხედვით;
** კორპორატიული ნომერი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა