• https://charte.ge/

ავტორი

განათების კომპანია

tel: (+995) 599 39 13 91.

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მენეჯერი
დამსაქმებელი: განათების კომპანია
ბოლო ვადა: 2019/03/15
ნანახია: 584 -ჯერ

განათების კომპანიას ესაჭიროება ახალგაზრდა კადრები  მენეჯერის თანამდებობებზე. 

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე.

ხელფასი 500 - 1500 ლარი კომპეტენტურობიდან, შედეგიდან და უნარიდან გამომდინარე.

ვალდებულებები:

** პერსონალისა და გაყიდვების მართვა.
** პროექტების მენეჯმენტი;

აუცილებელი მოთხოვნა:

** საოფისე პროგრამის ცოდნა, ტესტირება ექსელში;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და მართვა;
** დახვეწილი მეტყველება, დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
** უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება  ინგლისურ ენას);
** მენეჯერად მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);

კომპანიას გააჩნია შესაძლებლობა უზრუნველყოს წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული კადრების კარიერული ზრდა;

გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.

არჩეული კანდიდატები გაივლიან  2-3 კვირიან უფასო სწავლება-ტრენინგებს.

ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება ორ თვიანი გამოსაცდელი ვადით ხელფასით 500 ლარი.

გამოსაცდელი  პერიოდის გავლის შემდეგ ხელფასის მოცულობის და დაკავებული პოზიციის   განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად: უნარის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების და ცოდნის მიხედვით 500-1500 ლარის ფარგლებში. შესაძლებელია ბონუსური დანამატები რეალიზებული პროექტებიდან გამომდინარე.

სამუშაო გრაფიკი:

სრული, 10:30-დან 20:00 საათამდე, კვირაში 1 დასვენების დღე და დამატებით დასვენების დღე მცოცავი გრაფიკის შესაბამისად (შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ) 

გთხოვთ, სტუდენტები, ახალ კურსდამთავრებულები,  2 წლიანი სტაჟის  არმქონეები ნუ გამოგვეხმაურებით.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე  ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pm.ge  ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე  599391 391.

გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ასევე CV-ში მიუთითოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან მასში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტის ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა