• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფინანსური ანალიტიკოსი
დამსაქმებელი: სანდომი
ბოლო ვადა: 2019/03/13
ნანახია: 551 -ჯერ

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა.
ანაზღაურება: 800-დან 1500 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საბრუნავი საშუალებების კონტროლი;
** კრედიტორების კონტროლი;
** ხარჯების კონტროლი;
** ფინანსური ინფორმაციის უტყუარობის უზრუნველყოფა;
** წარმოების კონტროლი რეალიზაციის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად;
** გაყიდვების ჯგუფის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში;
** შესაბამის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (განსაკუთრებით მოითხოვება MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა), 
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებული

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე ელ-ფოსტაზე: sandomi.hr@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა