• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ბაუმარკეტი
ბოლო ვადა: 2019/03/13
ნანახია: 492 -ჯერ

კომპანია "ბაუმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე მარკეტინგული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტების ფინანსური ანალიზი და ბიუჯეტირება;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
** პარტნიორ ორგანიზაციებსა და სარეკლამო კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია.
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, ბიზნეს ადმინისტრირება, სოციოლოგია)
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები: 

** კონტროლისა და ანალიზის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@baumarket.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა