• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სუპერვაიზერი-ბათუმი
დამსაქმებელი: შპს აისი
ბოლო ვადა: 2019/03/13
ნანახია: 508 -ჯერ

კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" არის კომპანიების: "Mars", "Рудь", "Коровка", "Левада", "Водный Мир", (გაყინული პროდუქცია), "Объединённые кондитеры " («Красный Октябрь», «Бабаевский», «РотФронт») საკონდიტრო ნაწარმის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის სუპერვაიზერის პოზიციაზე, საკონდიტრო მიმართულებისთვის.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (აუცილებელია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა;

ძირითადი მოვალეობები:

** გეგმების შედგენაში მონაწილეობა/შესრულების მონიტორინგი;
** არსებული ქსელის მართვა/განვითარება;
** ახალ ობიექტებზე მოლაპარაკებების წარმოება;
** კონსიგნაციის კონტროლი/მართვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი სავაჭრო აგენტების მუშაობის მართვა;
** ყოველდღიური მარშრუტების შედგენა/შესრულების კონტროლი;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ლიდერული უნარები;
** ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@ilgeorgia.ge და ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა