• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრომო თანამშრომელი
დამსაქმებელი: შპს აისი
ბოლო ვადა: 2019/03/13
ნანახია: 699 -ჯერ

კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" არის  კომპანიების: "Mars", "Рудь", "Коровка", "Левада", "Водный Мир", (გაყინული პროდუქცია), "Объединённые кондитеры " ("Красный Октябрь", "Бабаевский", "РотФронт") საკონდიტრო ნაწარმის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პრომო თანამშრომლების პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 სთ (12:00-20:00 სთ), 6 სამუშაო დღე.

ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლისათვის პროდუქციისა და აქციების შეთავაზება.

ძირითადი მოთხოვნა: გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია 6 თვე).

უნარები და პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა.
** აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** მუშაობის მოტივაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@bdcompany.ge 2019 წლის 13 მარტის ჩათვლით. ელექტრონული წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა