• https://charte.ge/

ავტორი

ნიუტონის თავისუფალი სკოლა

mail: vacancy@newton.edu.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მუსიკის მასწავლებელი
დამსაქმებელი: ნიუტონის თავისუფალი სკოლა
ბოლო ვადა: 2019/02/15
ნანახია: 493 -ჯერ

ნიუტონის თავისუფალი სკოლა" აცხადებს კონკურსს მუსიკის მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე. 

თუ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, ეცნობით და იყენებთ სწავლების ახალ მეთოდებს,ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.

"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს მუსიკის მასწავლებელს.

კვალიფიკაცია:

** შესაბამისი განათლება 
** მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. მესამე ეტაპზე კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 თებერვალი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა