• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: MACH & MACH
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2019/03/07
ნანახია: 586 -ჯერ

MACH & MACH" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სრულ განაკვეთზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა (Microsoft office)
** სასურველია მსგავსი პროფილის კომპანიებში (ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი) გაყიდვების მოლარე ან კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** გამართული მეტყველება
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი
** გუნდურობა
** ორგანიზებულობა
** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა

სხვა მოთხოვნები: 

** მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს თავაზიანი, ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა.
** ასაკი: 22-35 წ.

ანაზღაურება: 700-1200 ლარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზუმე CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrmachandmach@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა