განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ვიდეომონიტორინგის ოპერატორი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2019/02/21
ნანახია: 172 -ჯერ

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი "გორგია" და "გორგია" პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში. 

ჩვენ გთავაზობთ: 
პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. 

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. 

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია. 

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ონლაინ რეჟიმში ჩართულ კამარებთან მუშაობა
** ვიდეო კამარების ჩანაწერების კონტროლი დ ანალიზი
** დადგენილი წესების, ნორმების და შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება
** ჰიპერმარკეტში მომსახურების ხარისხის და პროცესის კონტროლი
** დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ფიქსაცია/დაარქივება 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ვიდეო-მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე
** Excel-ის კარგად ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 21 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject4@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა