• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მთავარი კონდიტერი-ბათუმი
დამსაქმებელი: საკონდიტრო
ბოლო ვადა: 2019/02/28
ნანახია: 533 -ჯერ

ქალაქ ბათუმშისაკონდიტრო აცხადებს ვაკანსიას მთავარი კონდიტერის პოზიციაზე (ქალაქის ცენტრში).

ძირითადი მოვალეობები:

** საკონდიტრო პროდუქტების, დესერტების ცხობა და გაფორმება;
** სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** ახალი რეცეპტების შემუშავება;
** ყველა შეკვეთის დროულად დამზადება და მიწოდება;
** მენიუს სრული გეგმის და მათი მომზადების წესის სრულყოფილად ცოდნა;
** ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა.

გამოცდილება და საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება საკონდიტრო მიმართულებით;
** პროფესიული განათლება კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** უცხო ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** საკვები პროდუქტების კარგ დონეზე ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებისა და კონტროლის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება კონდიტერის პოზიციაზე - მინიმუმ 3 წელი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: გასაუბრება ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: portofrancobatumi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ "კონდიტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 თებერვალი 2019 წელი.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა