• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლაბორანტი-ნატახტარი
დამსაქმებელი: ვოთერ ლენდი
ბოლო ვადა: 2019/03/05
ნანახია: 721 -ჯერ

შპს "ვოთერ ლენდი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფელი ნატახტარი 
სამუშაო განაკვეთი: პერიოდული დასწრება პროდუქციის წარმოებამდე
სამუშაო გრაფიკი: დამსაქმებელთან შთანხმებული გრაფიკით 
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე;

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ქიმიური ან ტექნოლოგიური (სურსათისა და წყლის) მიმართულებით;
** მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (მრეწველობის სფეროში): არა ნაკლებ 1-2 წელი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო ლაბორატორიის ყოველდღიური საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, სასმელი წყლის ჩამოსხმის წინ წყლის ლაბორატორიული - ქომიური ანალიზი, ტესტირების ჩატარება;
** დადგენილი ტექნოლოგიური რეჟიმის შესრულების კონტროლი სასმელი წყლის წარმოების პროცესის ყველა ეტაპზე;
** ცდების და ექსპერიმენტული სამუშაოების განხორციელება ჩამოსასხმელი სასმელი წყლის, მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლის მიზნით.
** ლაბორატორიის აღჭურვილობის და გახარჯული მასალების აღრიცხვა. შესაბამის ჟურნალების წარმოება.
** ნედლეულის, დამხმარე მასალების და მზა პროდუქციის ანალიზი.
** ლაბორატორიის ინვენტარის, რეაქტივების სათანადო მდგომარეობაში შენახვა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული და ყურადღებიანი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: zveshaguri111@gmail.com 05 მარტის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა