განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოფის მენეჯერი
დამსაქმებელი: ადელანტე
ბოლო ვადა: 2019/03/05
ნანახია: 299 -ჯერ

საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ოფისის მენეჯერის ვაკანსიას, თბილისში მდებარე ღონისძიებების ორგანიზატორი წარმატებული კომპანიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის მოვლა, საჭიროებების გამოვლენა და მათი მოგვარება
** ღონისძიებების მენეჯმენტში ჩართვა სხვა ოფისის მენეჯერებთან ერთად
** საწყობის მართვა-კონტროლი (ღონისძიებებისთვის საჭირო ინვენტარის ადგილმდებარეობის კონტროლი, გატანა-შემოტანის აღრიცხვა/მოწესრიგება)
** წვრილ-წვრილი გაქირავებების ორგანიზება
** შესყიდვების ორგანიზება/განხორციელება
** ღონისძიებების ფარგლებში გადაზიდვების ორგანიზება (გადამზიდის მოძიება, ბუღალტრისთვის ინფორმაციის მიწოდება)
** დოკუმენტაციის მოგროვება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** აუცილებელია ოფისში მუშაობის გამოცდილება
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება/უნარი.

ანაზღაურება: 500 ლარიდან (თვეში, ხელზე).
დამატებითი კომპენსაცია: ბონუსები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე: http://career.adelante.ge/Job/78? 

შენიშვნა: გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები შემოსვლისთანავე განიხილება. იჩქარეთ!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა