• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კურიერი
დამსაქმებელი: ჩემი ოფისი
ბოლო ვადა: 2019/02/28
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 909 -ჯერ

ჩემი ოფისი“აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე, ქ.თბილისში:

 

„ჩემი ოფისი“ გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. 

სასურველია კანდიდატის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობდეს დიღომში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00.  დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს http://myoffice.com.ge/about-our-company-ka/.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საკურიერო მომსახურების გაწევა, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის;
  • გზავნილებისა და ვიზიტირებილი ობიექტების  აღრიცხვა;
  • გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება/წამოღება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა/ჩაბარება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ასაკი 20-30 წლამდე;
  • მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ფლობა აუცილებელია;
  • სასურველია ავტომობილის წვა არ აღემატებოდეს 8-9 ლიტს 100კმ-ზე;
  • თბილისის უბნებისა და ქუჩების დეტალური ცოდნა;
  • სასურველია მომსახურების სფეროში  მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება კომპიუტერული უნარ ჩვევები და აღნიშნულპოზიციაზემუშაობისგამოცდილება;
  • სასურველია უმაღლესი  განათლება;
  • სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზეცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს/მარშრუტის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

 

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

  • სამსახურეობრივი ხარჯების ანაზღაურება;
  • ულიმიტო სასაუბრო დრო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

ყურადღება მიექცევა და გაკონტროლდება საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვას!

დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge, 2019 წლ  ი ს 28 თებერვლის ჩათვლით.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კურიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა