ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი |
დამსაქმებელი: |
ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია |
კატეგორია: |
განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიები,
|
ბოლო ვადა: |
2019/02/15 |
ნანახია: |
652 -ჯერ |
სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე
დასაქმების ადგილის რაოდენობა: 1 (ერთი) ადგილი.
მოთხოვნები:
- ქართული ენის მაღალდონეზე და ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
- ჯგუფური მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალობა.
- სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1(ერთი) წლის.
მოვალეობები :
- საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
- სასწავლო აუდიტორიებში კომპიუტერული ტექნიკის ინსტალაცია და გამართვა მოდულის მოთხოვნის შესაბამისად;
- სპეციალიზებული აუდიტორიების პროგრამული და აპარატურული გამართვა;
- არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და ა.შ.) ინსტალაცია და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
- დრაივერებისა და ძირითადი პროგრამების ინსტალაცია;
- დამატებითი პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
- ვირუსებისგან და შეტევებისგან თავდასაცავად კომპიუტერის ანტივირუსული სისტემით აღჭურვა;
- გაუმართაობის დროული აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება;
- ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ავტობიოგრაფია/ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით
განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@itvet.ge "Subject"-ში შესაბამისი პოზიციის სახელწოდების მითითებით.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 1ა(ყოფილი ბუდაპეშტი)
ტელ: 2 200 220 (5204) | ვებ-გვერდი: www.itvet.ge