• https://charte.ge/

ავტორი

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია

tel: 2 200 220 (5204)
mail: hr@itvet.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია
კატეგორია: განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიები,
ბოლო ვადა: 2019/02/15
ნანახია: 651 -ჯერ

სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“   აცხადებს  ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე  

დასაქმების   ადგილის რაოდენობა: 1 (ერთი) ადგილი.

მოთხოვნები:

  • ქართული ენის მაღალდონეზე და ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • ჯგუფური მუშაობის  გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალობა.
  • სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1(ერთი) წლის.

მოვალეობები :

  • საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
  • სასწავლო აუდიტორიებში კომპიუტერული ტექნიკის ინსტალაცია და გამართვა მოდულის მოთხოვნის შესაბამისად;
  • სპეციალიზებული აუდიტორიების პროგრამული და აპარატურული გამართვა;
  • არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და ა.შ.) ინსტალაცია და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • დრაივერებისა და ძირითადი პროგრამების ინსტალაცია;
  • დამატებითი პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
  • ვირუსებისგან და შეტევებისგან თავდასაცავად კომპიუტერის ანტივირუსული სისტემით აღჭურვა;
  • გაუმართაობის დროული აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება;
  • ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

ავტობიოგრაფია/ რეზიუმე (CV)  ფოტოსურათით

განათლების  ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@itvet.ge  "Subject"-ში შესაბამისი პოზიციის სახელწოდების მითითებით.

 

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი.

 

 

                                                                                                                                                       
საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 1ა(ყოფილი ბუდაპეშტი)

ტელ: 2 200 220 (5204) | ვებ-გვერდი: www.itvet.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა