• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინგლისურის და/ან რუსული ენის თარჯიმანი
დამსაქმებელი: ჯოიარტ
ბოლო ვადა: 2019/03/05
ნანახია: 657 -ჯერ

დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურის და/ან რუსული ენის თარჯიმნის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები: დოკუმენტაციის თარგმნა ქართულიდან ინგლისურ და/ან რუსულ ენაზე ან პირიქით.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელი მოთხოვნა: შესაბამისი დიპლომი ან სერთიფიკატი;
** სხვადასხვა სირთულის ტექსტის თარგმნის გამოცდილება;
** იურიდიული ტერმინების ცოდნა კონკრეტულ უცხო ენაზე; 
** თარგმანის შესრულების ვადების დაცვა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე.

აუცილებელი თვისებები:

** გამართული ვერბალური/არავერბალური კომუნიკაცია;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 11:00 - 17:00;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი.

ანაზღაურება: გამომუშავებით.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "თარჯიმანი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995 555; +995 322 880 107.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა