• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სუპერვაიზერი-ბათუმი
დამსაქმებელი: მეგაკო
ბოლო ვადა: 2019/02/27
ნანახია: 633 -ჯერ

მეგაკო" ორიენტირებულია მომხმარებელზე, უახლესი იმპორტული პროდუქცის დისტრიბუციაზე. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, მომხმარებლისადმი ერთგულება.

კომპანია "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. ბათუმი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი;
** ასაკი: 25-დან 40 წლამდე;
** უმაღლესი განათლება;
** სუპერვაიზერად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
** ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებაში მყოფი სავაჭრო აგენტების მუშაობის კონტროლი, კოორდინაცია, მათი ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება;
** სავაჭრო ობიექტებისა და გაყიდვების კვლევა, ანალიზი და რეპორტინგი;
** პრიორიტეტული მიზნების დასახვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა;
** მაღალი შედეგების მიღწევა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** მიზანდასახულობა;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: zviadigogberashvili@megako.ge და ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სუპერვაიზერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა