• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ჩემი კურიერი
ბოლო ვადა: 2019/02/25
ნანახია: 605 -ჯერ

კომპანია "ჩემი კურიერი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური და გაქვს დარწმუნების უნარი - შემოგვიერთდი. ჩვენ გელოდებით შენ!

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის მოძიება
** რეკლამირება სოციალური ქსელების საშუალებით
** სატელეფონო კომუნიკაცია მომხმარებლებთან
** ელექტრონული მიმოწერის წარმოება
** არსებული მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა ინტენსიურ რეჟიმში

ძირითადი მოთხოვნები

** სამუშაო გამოცდილება (სასურველია)
** ქართულად წერისა და მეტყველების უნარი
** უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს-მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით სასურველია (ასევე განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, შეთავსებითი გრაფიკით.)

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი ალექსანდრე ყაზბეგის 44.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00( სტუდენტებისათვის- 12:00-18:00)
** ანაზღაურება: პირველი თვე (საგამოცდო ვადა) ბონუსური, მეორე თვე ( ფიქსირებული + ბონუსი)
** თანამშრომელს ასევე გადაეცემა კორპორატიული ნომერი
** კომპანია უზრუნველყოფს შერჩეული კანდიდატის ტრეინინგს ეფექტური კომუნიკაციისა და გაყიდვების მიმართულებით

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია ელექტრონულ მისამართზე: hr@chemikurieri.ge არაუგვიანეს 2019 წლის 25 თებერვლისა.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა