• https://charte.ge/

ავტორი

განათების კომპანია

tel: (+995) 599 39 13 91
mail: vacancy@pm.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მენეჯერი
დამსაქმებელი: განათების კომპანია
ბოლო ვადა: 2019/02/28
ნანახია: 727 -ჯერ

განათების კომპანიას ესაჭიროება ახალგაზრდა კადრები მენეჯერის თანამდებობებზე. 

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე.
ხელფასი 500 - 1500 ლარი კომპეტენტურობიდან, შედეგიდან და უნარიდან გამომდინარე.

ვალდებულებები:

** პერსონალისა და გაყიდვების მართვა.
** პროექტების მენეჯმენტი;

აუცილებელი მოთხოვნა:

** საოფისე პროგრამის ცოდნა, ტესტირება ექსელში;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და მართვა;
** დახვეწილი მეტყველება, დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
** უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენას);
** მენეჯერად მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);

კომპანიას გააჩნია შესაძლებლობა უზრუნველყოს წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული კადრების კარიერული ზრდა;

გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად. არჩეული კანდიდატები გაივლიან 2-3 კვირიან უფასო სწავლება- ტრენინგებს. ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება ორ თვიანი გამოსაცდელი ვადით ხელფასით 500 ლარი. გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდეგ ხელფასის მოცულობის და დაკავებული პოზიციის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად: უნარის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების და ცოდნის მიხედვით 500-1500 ლარის ფარგლებში. შესაძლებელია ბონუსური დანამატები რეალიზებული პროექტებიდან გამომდინარე.

სამუშაო გრაფიკი:

სრული, 10:30-დან 20:00 საათამდე, კვირაში 1 დასვენების დღე და დამატებით დასვენების დღე მცოცავი გრაფიკის შესაბამისად (შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ) 

გთხოვთ, სტუდენტები, ახალ კურსდამთავრებულები, 2 წლიანი სტაჟის არმქონეები ნუ გამოგვეხმაურებით.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pm.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599391 391. "Subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ასევე CV-ში მიუთითოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან მასში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტის ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა