• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დისტრიბუტორი - ბათუმი
დამსაქმებელი: ევროპროდუქტი
ბოლო ვადა: 2019/02/22
მდებარეობა: ბათუმი
ნანახია: 727 -ჯერ

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის თანამდებობაზე.  

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: "Valio", "Arla", "Bayernland", "Frico",  "Spomlek" და სხვა.  დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

დამატებითი მოთხოვნა:

ავტომობილით უზრუნველყოფა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა