• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე
დამსაქმებელი: მასტერ ფუდი
ბოლო ვადა: 2019/02/22
ნანახია: 761 -ჯერ

შ.პ.ს. "მასტერ ფუდი" წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე "Shaurma Club"-ის სახელით არის ცნობილი.

თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია ხუთი  ასეთი ობიექტი - გლდანი  (ვეკუას ქ#14), გლდანი (ქერჩის და ვასაძის კვეთა ), ვარკეთილი (ჯავახეთის ქ#2), საბურთალო  (ჭაბუკიანის ქ#6ა) და თამარ მეფის გამზ.#13.

შ.პ.ს. "მასტერ ფუდი" აცხადებს ვაკანსიას   მოლარის  პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ერთი კვირა  დღის სმენა 09:30-18:00.  ერთი კვირა  საღამოს სმენა 18:00-04:00.
კვირაში ერთი დღე დასვენება.
კვებით და ღამე ტრანსპორტირებით ვუზრუნველყობთ.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა; 
** მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr.shaurmaclub@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა