• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: მასტერ ფუდი
ბოლო ვადა: 2019/02/22
ნანახია: 963 -ჯერ

შ.პ.ს. "მასტერ ფუდი" წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე "Shaurma Club"-ის სახელით არის ცნობილი.

თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია ხუთი ასეთი ობიექტი - გლდანი  (ვეკუას ქ#14),გლდანი (ქერჩის და ვასაძის კვეთა), ვარკეთილი (ჯავახეთის ქ#2), საბურთალო  (ჭაბუკიანის ქ#2) და თამარ მეფის გამზ.#13, ხოლო  ერთი -  ქ. რუსთავში (მეგობრობის ქ #12).

შ.პ.ს. "მასტერ ფუდი" აცხადებს  ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას.

სამუშაო გრაფიკი: დღის  სმენა (10:00-18:30), საღამოს სმენა (18:30-01:30)
ერთი დღე დასვენება. ღამე ტრანსპორტირებას ვუზრუნველყობთ.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი.
** შეკვეთების მიღება.
** მომხმარებლის კონსულტირება მოთხოვნის შესაბამისად
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრულყოფილი სასაუბრო, წერისა და კითხვის უნარ-ჩვევები.
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები.
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე:  hr.shaurmaclub@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა