• https://charte.ge/

ავტორი

კინგსი საქართველო

mail: hr@kings.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: კინგსი საქართველო
ბოლო ვადა: 2019/02/22
ნანახია: 590 -ჯერ

თუ ადამიანებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმართვა შენი მოწოდებაა, გიყვარს როცა სიახლეს უზიარებს სხვებს და არ გეშინია ახალი გამოწვევების; რაც მთავარია, თუ გიყვარს ახალი უნარებს ათვისება და რაღაცის სწავლის გარეშე ჩავლილი დღე დაკარგული გგონია, მაშინ ყურადღებით წაიკითხე ჩვენი ვაკანტური პოზიციის შესახებ და იქნებ შენ იყო ის, ვინც ეს ადგილი უნდა დაიკავოს.

"კინგსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზირი 16ა.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა
** შრომისმოყვარეობა.

ძირითადი მოთხოვნები: 

** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ლოგიკური აზროვნება, 
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა კარგ სამომამხმარებლო დონეზე.
** კორპორატულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე .
** დაინტერესებულ მომხმარებელთან შეხვედრის ორგანიზება/შეხვედრა.

შერჩეული კანდიდატს დაევალება პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება სხვადასხვა ორგანიზაციებთან და არსებულ მეგობარ კომპანიებთან. 

დასაქმების მსურველებმა გამოგვიგზავნეთ ნახევარ გვერდიანი წერილი თქვენს შესახებ (რა არის ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ თქვენს შესახებ და რა განსაკუთრებული მიღწევები გაქვთ) და თუ რატომ გსურთ ამ პოზიციაზე დასაქმება.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება გამოგზავნილი წერილის და, შემდეგ, გასაუბრების საფუძველზე. დასაქმებულებს კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი საგანმანათელბლო ტრენინგებითა და მენტორით, რომელიც მის პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებს.

დაინტერესების შემთხვევაში წერილი უნდა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hr@kings.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა