• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მაღაზიის მენეჯერი
დამსაქმებელი: ელვა მარკეტი
ბოლო ვადა: 2019/02/10
ნანახია: 592 -ჯერ

"ელვა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და მათთვის შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის მიღება და რეალიზაცია;
** დაკისრებული გეგმის შესრულება და ზრდა;
** გასაყიდი პროდუქციის დეფიციტების კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა. 
** მაღაზიის პერსონალის ორგანიზება, ეფექტური მართვა და მუშაობის კონტროლი;
** დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოება და წარდგენა ხელმძღვანელი პირების წინაშე.

მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** კომპიუტერის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@elvamarket.ge 2019 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითეთ ელექტრონული წერილის თემაში (Subject) ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა