• https://charte.ge/

ავტორი

ლუდის რესტორანი

tel: (+995) 597 39 27 27
mail: geotrading.office@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი/მენეჯერი
დამსაქმებელი: ლუდის რესტორანი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2019/01/31
ნანახია: 656 -ჯერ

ლუდის რესტორანი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის და მენეჯერის პოზიციაზე.

1. მენეჯერი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა (2)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში მომსახურების სტანდარტების დანერგვა და მათი ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
** რესტორნის ყოველთვიური გაყიდვებზე ზრუნვა და მიზნის მისაღწევად რესტორნის გუნდის ჩართულობის და მოტივაციის უზრუნველყოფა;
** საკვების უსაფრთხოების პროცედურების უზრუნველყოფა კომპანიის პოლიტიკასა და ჯანდაცვის რეგულაციებზე დაყრდნობით, საჭიროებისამებრ შესაბამისი გამოსასწორებელი ზომების მიღება;
** სასაწყობე მარაგების კონტროლი შესაბამისი წესის დაცვით;
** მომსახურე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი პროდუქტის ხარისხის, მომსახურებისა და სისუფთავის უზრუნველსაყოფად;
** ნაღდი ფულის კონტროლის პროცედურების გამოყენება, 
** მომსახურე პერსონალის ტრეინინგი და მონიტორინგი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
** რესტორანში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შენარჩუნება, უსაფრთხოების ყველა პოლიტიკისა და პროცედურის დაცვის გზით;
** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება;
** პრობლემების დროული აღმოჩენა და მათზე ოპერატიული რეაგირება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში; 
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა; (უპირატესობა მიენიჭება 2 ენის ცოდნას)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა.

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** დროის სწორად მართვის უნარი;
** მენეჯერული თვისებების მატარებელი;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული.

2. მიმტანი 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა (6)

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის;
** დარბაზის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა. (უპირატესობა მიენიჭება 2 ენის მცოდნეს)

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** დროის სწორად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული.
** სწრაფი მუშაობის უნარი,

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას,
** მეგობრულ სამუშაო გარემოს,
** კარიერული ზრდის საშუალებებს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: geotrading.office@gmail.com 2019 წლის 31 იანვრამდე. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ პოზიცია რომელზეც აკეთებთ განაცხადს. 

მადლობა დაინტერესებისთვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა