• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მცენარეების გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: Korter
ბოლო ვადა: 2019/02/18
ნანახია: 614 -ჯერ

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მცენარეების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მცენარეების სახეობების ცოდნა, დასახელებების ცოდნა, მათი მოვლის ცოდნა;
** აუცილებელი მცენარეების გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook, PowerPoint).

დამატებითი მოთხოვნები: განსაკუთრებული კომუნიკაბელურობა; პოტენციურ მყიდველებთან ურთიერთობის  უნარი და მოტივაცია.

შესასრულებელი ამოცანები:

** კომპანიის  მიერ შეთავაზებული პროდუქციის შესწავლა - ცოდნა, როგორც მახასიათებლების, ასევე ფასების.
** პრეზენტაციების მომზადება
** კომპანიის პროდუქციის წარდგენა - შეთავაზება  სხვადასხვა ორგანიზაციებში, ოფისებში.

პიროვნული მახასიათებლები: 

** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოტივირებულობა;
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი.

სამუშაო საათები: არაფიქსირებული, საჭიროების მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: ournewvacancy@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო ნომერი: 555 900407, 577 403340.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 თებერვალი, 2019 წ.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა