• https://charte.ge/

ავტორი

ფარმაცევტული კომპანია

mail: vacancy.smph@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოფის მენეჯერი
დამსაქმებელი: ფარმაცევტული კომპანია
ბოლო ვადა: 2019/02/11
ნანახია: 728 -ჯერ

ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო, ფარმაცევტული ან იურიდიული); 
** ფარმაცევტულ ან სამედიცინო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (Excel-ის განსაკუთრებით);
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა; თარგმნის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** დეტალებისადმი განსაკუთრებული დაკვირვებულობა
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება; 
** მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. 

ფუნქციები:

** დირექტორის ყოველდღიური სამუშაო რუტინაში დახმარება და მისგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
** სხვადასხვა საოფისე და ყოველდღიური ხარჯების მართვა
** საქმიანი დოკუმენტაციის გაგზავნა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ
** წერილებისა და საქმიანი დოკუმენტაციის ადმინისტრირება
** ოფისის იერსახეზე ზრუნვა
** დირექტორის დავალებით სხვადასხვა საოპერაციო საქმიანობებში ჩართულობა
** მიმდინარე საკითხებში მენეჯმენტის წევრების დახმარება.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პრემია.

დაინტერესებულმა პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy.smph@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა