• https://charte.ge/

ავტორი

კინგსი საქართველო

mail: hr@kings.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების აგენტი
დამსაქმებელი: კინგსი საქართველო
ბოლო ვადა: 2019/02/08
ნანახია: 667 -ჯერ

რატომ "კინგსის" გაყიდვების გუნდი? - აქ:

** კონკურენტული და სწრაფად მზარდი ანაზღაურებაა;
** კინგსის პრესტიჟული იმიჯი კლიენტებთან, მნიშვნელოვნად გიმარტივებთ საქმეს;
** განვითარებაზე ორიენტირება და კოლეგიალობა საკადრისად ფასობს;
** ხელმძღვანელები მუდმივად გიზიარებენ გამოცდილებას და გეხმარებიან მიზნის მიღწევაში;

ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების აგენტი
მუშაობის ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, დაგჭირდებათ:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
** სასურველია კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა;
** შემდეგი თვისებები და უნარ-ჩვევები: ემოციების კონტროლი, მოსმენა და აზრის დასაბუთებულად გადმოცემა, დაძაბულ ტემპში მუშაობა, კომუნიკაბელურობა, ანალიზის უნარი. მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული, კარგი პრეზენტაციის უნარი,

ჩვენთან, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:

** კომპანიის პროდუქტების შესწავლა;
** ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება;
** პროდუქტის შეთავაზება;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის ორგანიზება და განხორციელება; 
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;

თუ თქვენ ხართ ენთუზიაზმით სავსე გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც სურს პროფესიონალების გუნდთან ერთად შეიტანოს წვლილი კომპანიის ზრდასა და განვითარებაში, დააგროვოს გამოცდილება და განიცადოს კარიერული ზრდა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და ნახევარ გვერდიანი სამოტივაციო წერილი გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@kings.ge და თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინტერვიუსთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, ვისი რეზიუმეც შეირჩევა აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა