• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტ-დეკორატორი
დამსაქმებელი: მაი დეი
ბოლო ვადა: 2019/01/31
ნანახია: 829 -ჯერ

„მაიდეი“ შენი დღესასწაულის მაღაზიაა! აქ ნახავ ყველანაირი დღესასწაულისა და თემატიკისთვის განკუთვნილ აქსესუარებსა და დეკორაციებს, ნივთებს, რომლებიც დაგეხმარება მეგობრებთან გატარებული ჩვეულებრივი დღე სამუდამოდ დასამახსოვრებელი გახდეს!

„მაიდეის“ გუნდში ვეძებთ მხიარულ, კომუნიკაბელურ და მეგობრულ ადამიანებს კონსულტანტ-დეკორატორის ვაკანსიისთვის:

სამუშაო გრაფიკი: ცვლადი გრაფიკი, მაქსიმუმ 17 სამუშაო დღე თვეში, 09:30-21:30 საათამდე

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი

სამუშაო ადგილი: ი. ჭავჭავაძის N37, თბილისი მოლი ან ს. ცინცაძის N37

ძირითადი მოვალეობები:

  1.       მომხმარებლის მომსახურება, პროდუქტის შეთავაზება, სადღესასწაულო ნივთების თემატიკისა და ფერების შეხამებაში დახმარება;
  2.       სალარო ოპერაციების წარმოება;
  3.       მაღაზიაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
  4.       მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
  5.       უშუალო მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

კონსულტანტ-დეკორატორის პოზიციაზე სამუშაოდ აუცილებელია, რომ:

  1.       გქონდეთ ფერთა შეხამების უნარი, დეკორირების ხედვა;
  2.       მინიმალურ საკომუნიკაციო დონეზე ფლობდეთ ინგლისურ და/ან რუსულ ენას;
  3.       სასურველია გქონდეთ სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
  4.       იყოთ აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული!

თუ გსურთ, რომ გქონდეთ დამატებითი შემოსავალი სწავლის პარალელურად და იმუშაოთ გუნდში, რომელიც ხელს შეგიწყობთ განვითარებაში, მაშინ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე keti@my-day.ge. მეილის სათაურში, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც განაცხადს აგზავნით.

 

წარმატებებს გისურვებთ!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა