მთავარი ბუღალტერი |
დამსაქმებელი: |
მაჟორ გეორგია |
კატეგორია: |
ბუღალტერია/ფინანსები,
|
ბოლო ვადა: |
2019/01/31 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
განათლება |
ბაკალავრი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
ანაზღაურება: |
1500 - დან
|
სამუშაო გამოცდილება |
5 წელი და მეტი
|
ნანახია: |
807 -ჯერ |
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
- "ორისის" პროგრამაში მუშაობა;
- "ექსელის" პროგრამაში მუშაობა;
- ხელშეკრულებებში ფინანსური ნაწილის კონტროლი;
- ინტერნეტ-ბანკინგით გადარიცხვების წარმოება;
- კოლეგებთან მეილებით ურთიერთობა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, შემოწმება და განსაზღვრულ ვადებში;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა/ინვენტარიზაცია;
- საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და რეპორტში;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, კონტროლი და პროგრამაში ასახვა;
- ხელფასების აღრიცხვა და კონტროლი, პროგრამაში ასახვა;
- შიდა აღრიცხვის დირექტივებისა და პროცედურების კონტროლი;
- კომპანიაში დანერგილი ფინანსური აღრიცხვის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ყოფნის კონტროლი;
- ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
- პერიოდული ფინანსური უწყისების და ანგარიშების მომზადება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ბუღალტრული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე არანაკლებ 5 წლის;
- სავალდებულო ბუღალტრული და კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
- გამოცდილება პროგრამა Oris, Microsoft Office (განსაკუთრებით Excel);
- ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა.
საწყისი ხელფასი 1500 ლარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@major.com.ge