• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მენეჯერი
დამსაქმებელი: ღვინის მაღაზია
ბოლო ვადა: 2019/01/27
ნანახია: 767 -ჯერ

ღვინის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ღვინის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** პრობლემატურ მომხმარებელთან საკითხების მოგვარება;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
** სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
** იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად;
** ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
** მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა.

ადგილმდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის ქუჩა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@tcgroup.ge - ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით. ასევე, აუცილებელია თქვენი ფოტოსურათი და სასურველი ხელფასის მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა