• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ევროპროდუქტი
ბოლო ვადა: 2019/01/27
ნანახია: 721 -ჯერ

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

მარკეტების ქსელი "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ხელფასი: 600 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** გამოცდილება ვიდეო მონიტორინგის სამსახურში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** კომპანიის ობიექტების ვიდეო მონიტორინგი;
** არსებული დარღვევების აღმოჩენა;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება;
** გამოვლენილ ხარვეზებსა თუ პრობლემებზე სწრაფად რეაგირება;
** დარღვევების სისტემატიზაცია, აღწერა და ანალიზი;
** კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების დაცვა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@europroduct.ge და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა