• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მთავარი ბუღალტრის თანაშემწე
დამსაქმებელი: სხივი+
ბოლო ვადა: 2019/01/26
ნანახია: 764 -ჯერ

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის შექმნა, მომზადება და დაარქივება.
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი. 
** ძირითადი საშუალებების და მასალების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
** რეპორტების გაგზავნა.
** მთავარი ბუღალტრის მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები ან ბუღალტერია);
** საოფისე პროგრამების (Microsoft Excel) ცოდნა მაღალ დონეზე;
** რუსული ან ინგლისური ენის ფლობა (ჩაითვლება უპირატესობად);
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** 1С-ში სამუშაო გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი; 
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი. 

ანაზღაურება: 600 ლარი (ანაზღაურების ზრდის პერსპექტივით)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე; 11:00-დან 20:00 საათამდე

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა