• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი
დამსაქმებელი: ფინანსური ბიურო
ბოლო ვადა: 2019/01/21
ნანახია: 613 -ჯერ

"ფინანსური ბიურო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 300-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების მართვაა. 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 15:00-მდე
სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაოს აღწერა:

** დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა; 
** პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).

კომპეტენციები და უნარები:

** მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: HR@fbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი - თბილისი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა