• https://charte.ge/

ავტორი

ბრიტანულ-ქართული აკადემია

mail: bga@bga.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი
დამსაქმებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
ბოლო ვადა: 2019/01/08
ნანახია: 782 -ჯერ

ბრიტანულ-ქართული აკადემია" 2018-2019 სასწავლო წლისთვის აცხადებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტის) მასწავლებლის ვაკანსიას. 

ისტის მასწავლებლის მოვალეობებია:

** აკადემიის სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო პროგრამების, მათ შორის სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების სწავლება;
** სწავლისა და სწავლების პროცესში ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების გამოყენება;
** ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების გაუმჯობესებისათვის საჭირო რესურსების განვითარება და მართვა;
** მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგი, შეფასების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე ანგარიშგება;
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების სწავლის მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა;
** კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან მოსწავლეების აკადემიურ განვითარებასა და სხვა სასკოლო საკითხებთან დაკავშირებით;
** აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა.

კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
** შემოქმედებითობა და პროაქტიულობა. მზაობა ახალი იდეებისა და ინიციატივებისთვის;
** სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება;
** დროის ორგანიზება და დისციპლინა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოსწავლეებისადმი მზრუნველი, სამართლიანი და პატივისცემით აღსავსე დამოკიდებულება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2019 წლის 8 იანვრამდე უნდა გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: bga@bga.ge და გთხოვთ, წერილის სათაურის ველში ჩაწეროთ "ისტის მასწავლებელი".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა