• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგის მენეჯერი
დამსაქმებელი: აი სი არ ტრეიდი
ბოლო ვადა: 2018/12/25
ნანახია: 607 -ჯერ

საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას მარკეტინგის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

"აი სი არ ტრეიდი" საერთაშორისო ბრენდების ტანსაცმელის ფეხსაცმლისა და აქსესუარების იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში, იგი აერთიანებს ბრენდულ მაღაზიათა ქსელს როგორიცაა "ბატა", "ბამბინო", "კორსო იტალია", "ეკკო", "ჯეოქსი", "ავ ლაბი", სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა", "ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა", "პარფოისი", "ოკაიდი", ჟაკადი".

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სტრუქტურული ერთეული: მარკეტინგის დეპარტამენტი
ექვემდებარება: მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს

ძირითადი მოვალეობები:

** დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ბრენდების მარკეტინგული გეგმის შემუშავება.
** დასახული გეგმის განხორციელება, მონიტორინგი 
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების შემუშავება. 
** საერთაშორისო ბრენდების მარკეტინგულ ჯგუფებთან თანამშრომლობა და კამპანიების, აქციების, განხორციელება
** მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი
** პრეზენტაციების და ღონისძიებების ორგანიზება, განხორციელება
** სარეკლამო და კვლევით ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით; 
** მარკეტინგის გუნდში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კამპანიების ბიუჯეტების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** სარეკლამო, მედია და კვლევით სააგენტოებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word, Excel )ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა სავალდებულოა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

ანალიტიკური აზროვნება, კრეატიული აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი, წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი, რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში არაუგვიანეს 2018 წლის 25 დეკემბრისა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@icr.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა