• https://charte.ge/

ავტორი

კერძო სკოლა

tel: (+995) 551 10 99 44
mail: r4privateschools@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დაწყებითი საფეხურის პედაგოგი
დამსაქმებელი: კერძო სკოლა
ბოლო ვადა: 2019/01/14
ნანახია: 672 -ჯერ

25 წლის გამოცდილების მქონე კერძო სკოლა აცხადებს დაწყებითი საფეხურის პედაგოგის ვაკანსიას.

მოთხოვნები:

სავალდებულოა:

** დაწყებითი საფეხურის შესაბამისი განათლება ან/და პედაგოგის კვალიფიკაცია (პედაგოგის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ბავშვების სიყვარული.

სასურველია:

** დაწყებითი საფეხურის პედაგოგად მუშაობის გამოცდილება;
** მასწავლებელთა პროფესიულ სქემაში ჩართულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** უნარი საოლიმპიადოდ მოამზადოს მოსწავლეები მათემატიკაში;
** ბავშვთა ფსიქოლოგიის სიღრმისეული ცოდნა;
** აქტიური და შემოქმედებითი ბუნება.

ჩვენი სკოლა მდებარეობს თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში.

გამოგვეხმაურეთ თუ:

** გრძელვადიანი პერსპექტივით ეძებთ სამუშაო ადგილს;
** მზად ხართ და ძალიან დიდი სურვილი გაქვთ რომ ასწავლოთ;
** გსურთ პროფესიული გამოწვევის მიღება და მშვიდ, კოლეგიალურ და მუშა გარემოში მუშაობა.

რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი ან ტელეფონები, ასევე რეკომენდატორის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, თანამდებობა და ტელეფონის ნომერი). ფოტო სურათი და სამოტივაციო წერილი სასურველია, მაგრამ არაა აუცილებელი.

რეზიუმეს შემცველ ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. წერილის სათაურში, აუცილებლად მიუთითეთ ის ვაკანსია, რომელზედაც აგზავნით თქვენს მონაცემებს.

თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანდართულ ფაილად გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr4privateschools@yahoo.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა