• https://charte.ge/

ავტორი

სასტუმრო იმპერიალ ჰაუსი

mail: hr.panoramagreen@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: სასტუმრო იმპერიალ ჰაუსი
ბოლო ვადა: 2019/01/12
ნანახია: 772 -ჯერ

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. 

სამუშაოს აღწერილობა

** აწარმოებს ეფექტურ და ზრდილობიან მომსახურებას, ცდილობს დამსვენებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი.
** ახორციელებს ნომრების კონტროლს სტუმრების ჩამოსვლამდე და გასვლის შემდეგ, მათ შორის სისუფთავეს, ჰიგიენას, მინიბარის მდგომარეობას, ნომრის ინვენტარის ხელუხლებლობას.
** ახორციელებს მაცხოვრებლების ინფორმირებას, მათ შორის ფასიან სერვისებზე, აკონტროლებს მათ გადახდას და მიწოდებას.
** აწვდის მომხმარებელს ზეპირსიტყვიერ რჩევებს კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის შესახებ.
** იღებს და აფორმებს საჭირო დოკუმენტაციას.
** ინფორმირებას უწევს ხელმძღვანელობას არსებული ხარვეზების შესახებ.

პიროვნული თვისებები:

** ზრდილობიანი და ყურადღებიანი დამოკიდებულება ადამიანებთან.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ყურადღების მიქცევა დეტალებზე.

კვალიფიკაციური მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
** "Microsoft Word" - "Microsoft Excel" სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** ინტერნეტ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება: Email; Outlook; Facebook.com; WhatsApp.
** პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება ონლაინ ჯავშნების პლატფორმებთან "Booking.com", "Expedia.com".

სამუშაო დრო: ყოველ მესამე დღეს მორიგეობა 10:00-დან მეორე დღის 10:00-მდე
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს დამატებული ბონუსები (400-600 ლარი). კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით.

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.panoramagreen@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა