• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება ტრენინგისა და განვითარების განყოფილებაში
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2018/12/18
ნანახია: 542 -ჯერ

ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.მათ მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია"  ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და  "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.  

ჩვენ გთავაზობთ:

** პატივისცემაზე,პროფესიონალიზმსა და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. 
** ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას;
** კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია   "გორგიას"  მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებასა და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური  გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს სტაჟირებას ტრენინგისა და განვითარების განყოფილებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ტრენინგების დაგეგმვა-დაორგანიზებაში ჩართულობა
** თიმბილდინგ აქტივობების დაგეგმვა
** ტრენერის დახმარება ტრენინგების ჩატარებისა და მომზადების პროცესში
** თითოეული პოზიციისათვის საჭირო ტესტირების დაგეგმვა/დაორგანიზება
** სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში მუშაობა
** საკადრო სწავლების ბაზის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება 
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გავლილი სტაჟირება მსგავსი მიმართულებით 
** სასურველია საორგანიზაციო საკითხების მართვის გამოცდილება 
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** აქტიური
** ორგანიზებული
** კრეატიული
** დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 18 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject1@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა