• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბროკერი/გაყიდვების წარმომადგენელი
დამსაქმებელი: Realtors.ge
ბოლო ვადა: 2019/01/10
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 551 -ჯერ

"www.realtors.ge", უდიდესი ინოვაცია ქართული უძრავი ქონების ბაზარზე. ჰოლანდიელი პროგრამისტების მიერ შექმნილი უძრავი ქონების პორტალი, სადაც სასურველი უძრავი ქონების მოძებნა მარტივია!

"www.realtors.ge" აცხადებს ვაკანსიას ბროკერის/გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე. 



სამუშაოს აღწერილობა: 

  • ინფორმაციის მოძიება უძრავ ქონებაზე, ვიზიტის ჩატარება და სურათების გადაღება;
  • განცხადების შიდა ბაზაში და საიტზე განთავსება;
  • არსებული კლიენტების საჭიროებებზე რეაგირება და მათი დახმარება; 
  • პოტენციური მოიჯარისთვის სასურველი ვარიანტის შეთავაზება, მათი ასისტირება უძრავი ქონების დათვალიერებისას და დახმარება მოლაპარაკების პროცესში;
  • პოტენციური მეიჯარეების მოძიება და www.realtors.ge-ს პროდუქტების შეთავაზება.


მოთხოვნები: 

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა;
  • შრომისმოყვარე;
  • ორგანიზებული;
  • კომუნიკაბელური;
  • ენერგიული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარის მქონე;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე.


ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსები თითოეული გაყიდვიდან. 

გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე ფოტოსურათთან ერთად მეილზე: info@realtors.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ: ბროკერი/გაყიდვების წარმომადგენელი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა