• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი/ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: RED LINE
ბოლო ვადა: 2019/01/07
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 889 -ჯერ

სასტუმრო REDLINE აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: 

  • გაყიდვების მენეჯერი
  • ადმინისტრატორი

 

გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00- დან 18:00 - მდე.
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გასაუბრების შედეგების მიხედვით

სამუშაო აღწერილობა: 

  • სასტუმროს და ბრენდის განვითარება და პრომოცია
  • ტურისტების მოზიდვისთვის სასტუმროს სათანადო წარმოჩენა ონლაინ სივრცეში (დაჯავშნის საიტები, სოციალური ქსელები და ა.შ)
  • ლოიალობის პროგრამების განვითარება განმეორებითი ვიზიტების სტიმულირებისთვის
  • პერიოდულად აქციების დაგეგმვა და შეთავაზებები პოტენციური მომხმარებლებისთვის
  • დატვირთვების ასამაღლებლად სხვადასხვა პარტნიორებთან ერთობლივი პაკეტების შემუშავება და პრომოცია (ტურ-ოპერატორები, ივენთ-კომპანიები და სხვა)


მოთხოვნები:

  • სასტუმროს ბიზნესში გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება 
  • რუსული და ინგლიური ენის სრულყოფილი ცოდნა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
  • მოტივირებული

 

ადმინისტრატორი

სამუშაო აღწერილობა:

  • სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება-განთავსება, გასტუმრება;
  • კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
  • სასტუმროს სერვისების კოორდინირება.
  • სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება
  • სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
  • რეზერვაციის საიტებთან მუშაობა
  • სასტუმროს ჯავშნების მიღება და კომპიუტერულ პროგრამაში შეყვანა
  • სასტუმროს ინვოისების და სხვა საბუთების მომზადება.
  • ელექტრონული ფოსტის შემოწმება და მიმოწერების წარმართვა
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

 

მოთხოვნები:

  • სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ქართული, რუსული და ინგლიური ენის სრულყოფილი ცოდნა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
  • მოტივირებული

 

პირებმა თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე - hr@redlinehotel.ge  კითხვების შემთხვევაში დარეკეთ +995598924400

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა