• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტექნიკური მენეჯერი
დამსაქმებელი: SKY GROUP
ბოლო ვადა: 2019/01/06
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ენები
ქართული
რუსული
ნანახია: 560 -ჯერ

შპს sky group-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე.

 

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

  • სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განხორციელება, პროექტირების დეპარტამენტის მიზნების მისაღწევად;
  • კომპანიის მიერ განსახორციელებელი მსხვილი და საშუალო პროექტების პირველადი მონახაზების მომზადება;
  • ტექნიკური პირობების და პროექტების მაღალი ხარისხით შესრულების უზრუნველყოფა;
  • საავტორო ზედამხედველობის ეფექტიანი განხორციელება, დაპროექტებული ობიექტების ტექნიკურ უზრუნველყოფაზე;
  • ურთიერთობა გარე საპროექტო პროვაიდერებთან მაღალი ხარისხის კომპლექსური პროექტების შემუშავების მიზნით;
  • კომპანიაში შემოსული ტექნიკურ კითხვებზე პასუხების მომზადება და მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურისთვის გადაცემა;
  • პროექტირებისას ყველაზე პროგრესული საპროექტო გადაწყვეტების გამოყენების თაობაზე წინადადებების წარდგენა;
  • დეპარტამენტის მუშაობის სრული ციკლის მართვა;
  • დაქვემდებაებული თანამშრომლების გაძღოლა, მართვა და კონტროლი;
  • მიმდინარე პროექტების დეტალურების ზედმიწევნით შესწავლა და ამის პარალელურად საკითხების მოგვარება,სამსახურის თანამშრომელს უნდა გააჩნდეს თავისი ობიექტების დეტალურები,ასევე პარალელურად უნდა იცნობდეს ყველა ტექნიკურ დავალებას ,რის შემდგომაც უნდა განახორციელოს პრობლების აღმოფხვრა.
  • ნებისმიერი საქონლის საგარანტიო ფაილის აღრიცხვა,უნდა მოახდინოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელმა,რაც განახლებულად უნდა ეგზავნებოდეს მათი სამსახურის ყველა თანამშრომელს.
  • დასრულებული ერთჯერადი პროექტების საგარანტიო ვადების კონტროლი
  • ელ.ფოსტაზე გამოგზავნილი წერილების დროული პასუხი
  • ყველაზე ძირითადი საშუალების /ინვენტარის შეძენისთანავე საწყობის უფროსისთვის მიწოდება,ვინც უნდა უზრუნველყოს შეძენილი საქონლის კოდის მინიჭება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება,
  • მსგავს თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
  • მეთოდური და ნორმატიული მასალების პროექტირების მეთოდებისა ტექნიკურ-ეკონომიკური გათვლების ჩატარების ცოდნა;
  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და ტექნიკური პირობების სტანდარტებისა და სხვა სახელმძღვანელო მასალების ცოდნა და გამოყენება;
  • პროექტირების და მშენებლობის ტექნიკური საშუალებების ცოდნა და გამოყენება;
  • პატენტმცოდნეობის საფუძვლების ცოდნა;
  • დარგის და საწარმოს ტექნიკური,ეკონომიკური და სოციალური განვითარების პერსპექტივების ცოდნა;
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის,დროის ეფექტურად განაწილების და დელეგირების უნარი;
  • გუნდის შექმნის,მართვის და მოტივირების უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,გამოაგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე: t.gamkrelidze@skygroup.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 557 537

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა