განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სასათბურე მეურნეობის სპეციალისტი
დამსაქმებელი: კომპანია
ბოლო ვადა: 2018/12/20
ნანახია: 64 -ჯერ

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სასათბურე მეურნეობის სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; აგრონომი 
** სასათბურე მეურნეობაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 

ფუნქციები:

მცენარეების გაზრდა, გადარგვა, მოვლა, გაწმენდა, შეწამვლა, ნაშთის დათვლა, მცენარეების გამზადება ექსპორტისთვის, სათბურში საჭირო ყველა სხვა საქმიანობა. (სამუშაოს შესრულება გულისხმობს ფიზიკურ შრომას) 

კონკრეტულად (დაწვრილებით):

** მცენარეების ნიადაგის მომზადება;
** ჩითილების დარგვა და თესლის დათესვა;
** მცენარეების დაავადებებისა და პარაზიტებისაგან დაცვაზე ზრუნვა;
** პესტიციდების შენახვა - დასაწყობება;
** მცენარეების გადაადგილება, მორწყვა, სასუქის მიწოდება;
** კლიენტებთან ურთიერთობა, მცენარეების მოვლაზე ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაო არეალის დალაგება, გაწმენდა-დასუფთავება.

დამატებითი მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook, Internet Explorer) საბაზისო ცოდნა (სასურველია);

პიროვნული მახასიათებლები: 

** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოტივირებულობა;
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: ournewvacancy@gmail.com და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555 900407/577 403340

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20.12.2018.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა